Май
2024

Новости за 02.05.2024

Radiotavisupleba.ge 

რეზინის ტყვიები მომხვდა, მირტყამდნენ, ვერ ვსუნთქავდი - აქციაზე დარბეულების ისტორიები

რეზინის ტყვიები, მუშტები სახეში, მიწაზე თრევა, მოულოდნელი თავდასხმა და დაკავება - ათეულობით ადამიანი დაშავდა, 30 აპრილს, 1 და 2 მაისს, „აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგეთა აქციაზე, რომელიც პოლიციამ ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლით დაარბია.

Radiotavisupleba.ge 

„რობოკოპებს ვუყვიროდი "თქვე რუსებო": ტედ ჯონასი ჰყვება აქციაზე დაკავებისა და ცემის დეტალებს

ამერიკელი იურისტი ტედ ჯონასი იმ 60-ზე მეტ ადამიანს შორისაა, რომლებიც ბოლო ორ დღეში პოლიციამ აქციის დროს დააკავა. ჯონასი გვიყვება, რომ სულ მცირე ათმა რობოკოპმა ჯერ სცემა, შემდეგ კი დიღომში პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანა.

Radiotavisupleba.ge 

„ხინკლის მაიდანი” - რუსი პროპაგანდისტები თბილისში მიტინგის დაშლას ამასხარავებენ

კრემლის პროპაგანდა ერთხმად ამტკიცებს, რომ 1 მაისს ქართულმა პოლიციამ პარლამენტის შტურმი აღკვეთა. ისინი აქებენ „ოცნებას” ქვეყნის „სუვერენიტეტის” დაცვისთვის და დემონსტრანტებს „გრანტიჭამიებს” ეძახიან.