Май
2024

Новости за 10.05.2024

Radiotavisupleba.ge 

თბილისში, ლეონიძის ქუჩაზე პოლიციელებმა მოქალაქეს სცემეს

თბილისში, ლეონიძის ქუჩაზე ნიღბიანმა პოლიციელებმა მოქალაქეს სცემეს, შემდეგ კი დააკავეს. რადიო თავისუფლება შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ელოდება მომხდარზე კომენტარს. მათი პასუხი მიღების შემთხვევაში აისახება ტექსტში.

Radiotavisupleba.ge 

"საინვესტიციო გადაწყვეტილებები , დაპაუზებულია". რა პოზიცია აქვს ბიზნესს "აგენტების კანონზე"?

ბიზნესის ნაწილი მთავრობას მოუწოდებს "აგენტების კანონი" გაიწვიოს, ნაწილი მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერს ხვდება.

Radiotavisupleba.ge 

"შესაძლებელია ვეტოს პროცედურის ფარგლებში შეჯერდეს პოზიციები" - კობახიძე "აგენტების კანონზე"

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პარტნიორებს შეუძლიათ "აგენტების კანონთან" დაკავშირებული შენიშვნები პრეზიდენტის ვეტოში ასახონ.

Radiotavisupleba.ge 

კობახიძის ღია წერილი - რა დაწერა პრემიერმა და რა წაიკითხეს ახალგაზრდებმა

„ახალგაზრდებს კარგი IQ გვაქვს - მსგავს პროპაგანდას აღარ მიყვებით“, - „აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგე აქციების მონაწილე ახალგაზრდებმა პრემიერ-მინისტრის ღია წერილში მცდარი ინფორმაცია, არაადეკვატური ხედვა და შეურაცხმყოფელი შეფასებები ამოიკითხეს.

Radiotavisupleba.ge 

რატომ „მოიძულა“ პუტინმა ბჟანია და გაგლოევი?

დე ფაქტო ლიდერები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, 9 მაისს მოსკოვში გამართულ სამხედრო აღლუმზე არ მიიწვიეს. ასლან ბჟანია და ალან გაგლოევი არც ორი დღით ადრე ჩატარებულ პუტინის ინაუგურაციის ცერემონიას დაასწრეს.

Radiotavisupleba.ge 

მთავრობის წინააღმდეგობრივი გზავნილები უკვე უქმნის საფრთხეს ინვესტიციებს ევროკავშირიდან - სვენ გიგოლდი

გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის ქმედების სამინისტროს (BMWK) სახელმწიფო მდივანი აცხადებს რომ საქართველოში "ოფშორული ზონებიდან ფულის გადარიცხვაში საკანონმდებლო შეღავათის დაწესება არ შეესაბამება ოფშორულ ზონებთან ბრძოლის ევროპულ ძალისხმევას".

Radiotavisupleba.ge 

„აქციებზე მისული აღარ დაგინახო…“ - როგორ „აშინებენ“ საპროტესტო აქციების მონაწილეებს კახეთში

„აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგეთა აქციები თბილისის გარდა, საქართველოს სხვა ქალაქებშიც თითქმის ყოველდღე იმართება. ასეა კახეთშიც. ამასთან, მოქალაქეების ნაწილი დემონსტრაციებში მონაწილეობისთვის თბილისშიც ჩადის. არაერთ მათგანს უცხო სატელეფონო ნომრებიდან უკვე არაერთხელ დაურეკეს და „გააფრთხილეს“.

Radiotavisupleba.ge 

ჯიმ ო 'ბრაიენი საქართველოს ეწვევა

"აგენტების კანონის" მესამე მოსმენით განხილვის ფონზე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ო 'ბრაიენი საქართველოს ეწვევა.

Radiotavisupleba.ge 

უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები პრემიერ-მინისტრს მოუწოდებენ, დაიცვას სიტყვის თავისუფლება საქართველოში

პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი (IPI) მედიის და ადამიანის უფლებების დამცველ ორგანიზაციების ჯგუფთან ერთად მიმართავს ირაკლი კობახიძეს, გაიწვიოს კანონპროექტი "უცხოეთის აგენტების" შესახებ და უზრუნველყოს ჟურნალისტების უსაფრთხოება და დაიცვას პრესის თავისუფლება საქართველოში

Radiotavisupleba.ge 

ზარი 11 წლის ლილესთან, 16 წლის კესოსთან, 13 წლის გოგოსთან, 10 წლის ბიჭთან - რატომ რეკავენ ბავშვებთან?

მეოთხე დღეა უცნობი პირები მოქალაქეებს უცხო ნომრებიდან ურეკავენ და მათ დაშინებას თუ შეურაცხყოფას ცდილობენ. ისინი „აზერბაიჯანიდან“, „სამხრეთ აფრიკიდან“, „ბურუნდიდან“, „მაროკოდან“, „უკრაინიდან“, ახლა უკვე ადგილობრივი მობილური ოპერატორებიდან რეკავენ მათთან, აგინებენ და ემუქრებიან.

Radiotavisupleba.ge 

უჩა აბაშიძის დაკავება: ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით

სამხედრო ბლოგერ უჩა აბაშიძეს, 9 მაისს, სანამ პოლიცია დააკავებდა, ცოტა ხნით ადრე, ნაცნობმა დაურეკა და მანქანის დაქოქვაში დახმარება სთხოვა. როგორც უჩას მეუღლე, მარიამ იაშვილი ჰყვება, როდესაც უჩა ბინიდან გამოვიდა, კორპუსთან მას უკვე ელოდა პოლიცია. ის უკან, სახლში აიყვანეს და ჩხრეკაც დაიწყო.

Radiotavisupleba.ge 

პაპუაშვილი არ შეხვდება ევროპის ქვეყნების პარლამენტების საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დღეს, 10 მაისს, პარტია "ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, მედიასთან კომენტარში განაცხადა, რომ რამდენიმე ევროპული ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებს არ შეხვდება.