Май
2024

Новости за 16.05.2024

Radiotavisupleba.ge 

ოკმელაშვილის საქმეში ნარკოტიკებიც გაჩნდა - როგორ და რატომ დააკავეს "აგენტების კანონის" მოწინააღმდეგე რეჟისორი

„აგენტების კანონის“ საპროტესტო აქციების მონაწილე, 31 წლის გიორგი ოკმელაშვილს გამოძიებამ ბრალი დაუმძიმა. ადვოკატის თანახმად, პოლიციელზე თავდასხმის გარდა, მას „მცირე ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შენახვას“ ედავებიან.

Radiotavisupleba.ge 

მიშელთან ვთქვი, რომ მზად ვართ კონსულტაციებისთვის - კობახიძე ე.წ. აგენტების კანონზე

პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს ტელეფონით ორჯერ ესაუბრა და ორივეჯერ დაუდასტურა, რომ მზადაა კონსულტაციებისთვის ე.წ. აგენტების კანონზე. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ანკარაში განუცხადა.

Radiotavisupleba.ge 

$60 მილიონის გაყიდვის მიუხედავად, ლარი მაინც გაუფასურდა

ეროვნულმა ბანკმა დღეს 60 მილიონი დოლარი გაყიდა, თუმცა ლარის კურსი მაინც გაუფასურდა. ეროვნული ვალუტა 40-ზე მეტ ვალუტასთან მიმართებით გაუფასურდა, მათ შორისაა ევრო და დოლარი.

Radiotavisupleba.ge 

ეროვნულმა ბანკმა 60 მლნ დოლარი გაყიდა

ეროვნული ბანკმა 60 მლნ დოლარი გაყიდა. ცენტრალური ბანკის განცხადებით, გადაწყვეტილება ბოლო დღეებში სავალუტო ბაზარზე „განვითარებული აჟიოტაჟური პროცესების“ გამო მიიღეს, რასაც თან ახლდა ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციებიც.

Radiotavisupleba.ge 

სია: ქალი დეპუტატები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს კვოტირების გაუქმებაზე ვეტოს დაძლევას

პარლამენტმა არჩევნებში ქალთა სავალდებულო კვოტირების გაუქმებაზე დადებული ვეტო 87 ხმით დაძლია. ამ საკითხის მხარდამჭერთა შორის 14 ქალი დეპუტატია - ყველა მათგანი საპარლამენტო უმრავლესობის წევრია.