Май
2024

Новости за 12.05.2024

Radiotavisupleba.ge 

მთავრობა დემონსტრანტებს 222-ე მუხლით ემუქრება - რატომ აფასებენ ამას „რეპრესიების დაანონსებად“

„აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო დემონსტრაციების უწყვეტობისა და გაძლიერების პარალელურად, მთავრობა იმუქრება, რომ თუ „შეკრება ძალადობრივი გახდება“, შინაგან საქმეთა სამინისტრო „აამოქმედებს“ სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლს.

Radiotavisupleba.ge 

უჩა აბაშიძეს და მარი იაშვილს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

ბლოგერ უჩა აბაშიძესა და მის ცოლს, მარიამ იაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ალექსანდრე იაშვილის გადაწყვეტილებით, წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. სასამართლო ამ საქმის განხილვას 2 ივლისს დაიწყებს.

Radiotavisupleba.ge 

ჯეიკ სალივანი თბილისის პროტესტზე: დაშინება ხალხს ვერ აკავებს

თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანი 11 მაისს თბილისში გამართულ "ევროპულ მარშსა" და ევროპის მოედანზე უჩვულოდ ხალმრავალ აქციას X-ზე (ყოფილი ტვიტერი) ეხმაურება.

Radiotavisupleba.ge 

ბლოგერ უჩა აბაშიძის და მისი ცოლის, მარიამ იაშვილის საქმეს სასამართლო დახურულ რეჟიმში განიხილავს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბლოგერ უჩა აბაშიძისა და მისი მეუღლის, მარიამ იაშვილის სასამართლო პროცესი ერთად მიმდინარეობს - 12 მაისის სხდომაზე მოსამართლე ალექსანდრე იაშვილი ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.