Май
2024

Новости за 13.05.2024

Radiotavisupleba.ge 

წიხლები და მუშტები ხელებშეკრულ დემონსტრანტებს - წახალისებული ძალადობა?

ძირს დაგდებული, ხელებშეკრული დემონსტრანტი სპეცრაზმელებს წრეში ჰყავთ მოქცეული. ისინი ახალგაზრდა კაცს მუშტებით, წიხლებით უსწორდებიან, შემდეგ მიათრევენ და აკავებენ - ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე კადრი, რომელიც 13 მაისს, დილით, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან გავრცელდა, თუმცა, არა ერთადერთი.

Radiotavisupleba.ge 

პარლამენტთან პროტესტი არ წყდება - სტუდენტთა ნაწილი აქციის მონაწილეებს უერთდება

თბილისში „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციები არ წყდება. რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, ძირითადად, სტუდენტები არიან შეკრებილი. მათ ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონის“ წევრები და სხვა სტუდენტები შეუერთდნენ.

Radiotavisupleba.ge 

„ხალხის ძალა“: სამსჯელოა, შემოუშვან თუ არა დიპლომატები პარტნიორი ქვეყნებიდან

საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი, „ხალხის ძალა“, აცხადებს, რომ „ხელისუფლებამ უნდა იმსჯელოს“, „იმსახურებენ თუ არა“ საქართველოს პარტნიორი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები და სხვა მაღალჩინოსნები ქვეყანაში შემოშვებას. "ხალხის ძალა“ მათ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს უწოდებს და საქართველოს ხელისუფლებაზე „თავდასხმებში“ ადანაშაულებს.

Radiotavisupleba.ge 

საპენსიო სააგენტო 600 000 ლარს დახარჯავს სარეკლამო კამპანიასა და კვლევაში

საპენსიო სააგენტო გეგმავს, 600 ათასი ლარი დახარჯოს სარეკლამო კამპანიაში. ამ ფულით უწყება აპირებს მომსახურების შესყიდვას ტენდერის გარეშე, კომპანიებთან პირდაპირ დადებული ხელშეკრულებებით.

Radiotavisupleba.ge 

"დილის საუბრები დემოკრატიაზე": კომიტეტის 64-წამიანი სხდომა - "შეკითხვა, შენიშვნები, მოსაზრებები არ არის“...

13 მაისს ვისაუბრეთ საფრთხეებზე, რომლებსაც „აგენტების კანონით" ქმნის "ქართული ოცნება". კანონპროექტის მესამე მოსმენას იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ზუსტად 64 წამი დასჭირდა. ვუძღვებით: ნინო გელაშვილი, რადიო თავისუფლების ჟურნალისტი და ზაზა შენგელია, EPRC უფროსი მკვლევარი.

Radiotavisupleba.ge 

13 მაისის დილას პარლამენტთან აქციაზე 20 ადამიანი დააკავეს

პოლიციამ დღეს, 13 მაისის დილით, პარლამენტთან აქციაზე 20 ადამიანი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მოქალაქეები დააკავეს წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის.

Radiotavisupleba.ge 

პარლამენტთან კიდევ რამდენიმე ადამიანი დააკავეს იურიდიული კომიტეტის სხდომის დაწყებამდე

საქართველოს პარლამენტის შენობასთან, სადაც მოქალაქეები „აგენტების კანონს“ აპროტესტებენ, პოლიციამ კიდევ რამდენიმე ადამიანი დააკავა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ამ კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვა დილით, 09:00 საათზე, უნდა დაიწყოს.