თბილისის მერიამ გადაწყვიტა ხელშეკრულება შეწყვიტოს კომპანია „სი თი პარკ“-თან, რომელიც 2007 წლიდან სარგებლობს ექსკლუზიური უფლებებით ავტოტრანსპორტის პარკირების სფეროში. 13 მარტს, თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, კომპანია ვალდებულებებს არ ასრულებს, რაც მოქალაქეთა უფლებების შელახვისა და პარკირების მართვის სფეროში სისტემური პრობლემების მიზეზად იქცა. კახა კალაძის ინფორმაციით,„სი თი პარკთან“ ხელშეკრულება შეწყდება 2018 წლის 10 აპრილიდან... Читать дальше...