საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე მიხეილ გიორგაძე ინგოროყვას სახელობის კლინიკიდან თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც უწყებაში გვითხრეს, მიხეილ გიორგაძის მდგომარეობა სტაბილურია, არ დამძიმებულა, თუმცა ოჯახმა მისი თურქეთში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო. მიხეილ გიორგაძე თურქეთში 20 ნოემბერს გადაიყვანეს.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მადგილე, მიხეილ გიორგაძე ავარიაში 17 ნოემბერს, ყვარლის რაიონში მოჰყვა. იგი თავად მართავდა ავტომანქანას, რომელშიც მარტო იყო. Читать дальше...