ბაქრაძის თქმით, მათ 20 ხმას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა
„ევროპული საქართველოს“ წევრის, დავით ბაქრაძის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრისას მათ 20 ხმას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. მისი თქმით, არსებობდა რეალური საფრთხე, რომ ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე, პროცესები ნოემბრის სცენარით წავიდოდა: „ამავე დროს, ჩვენი პოზიცია არის სრულიად მკაფიო. ჩვენ დღეს გადავარჩინეთ პროპორციული სისტემა, მაგრამ არ დავუჭერთ მხარს მეორე და მესამე მოსმენით ამ კანონპროექტს, თუ ხელისუფლება არ შეასრულებს საკუთარ ვალდებულებას, არ გაათავისუფლებს გიორგი რურუას და ამით არ შეასრულებს 8 მარტის შეთანხმებას”. Читать дальше...